განიარაღებული – უიარაღო, იარაღაყრილი, იარაღჩამორთმეული
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „იარაღი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითები მოხრილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დაყრა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები მოხრილი თითების წვერების ეხება, სრულდება მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.