განკიცხული – ვინც განკიცხეს, ვისაც უსაყვედურეს
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, სრულდება წინ მიმართული, განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ზევით და წინ გადაადგილდება, მარცხენა – ქვევით და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.