განგება

10

განგება     უზენაესი ძალა, ბედისწერა, უზენაესი არსება, ღმერთი. 

იხ. ბედისწერა

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბედი“ –  ხელისგული მიმართულია სახისკენ ძ-კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ჯვარს წერს შუბლზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაწერა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი თითების წვერებით ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა პასიურ ხელისგულს, მომდევნო ფაზაში გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ზევით, იმავე კონფიგურაციით ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ქვევით გადაადგილდება და  ეხება მარცხენა პასიურ ხელისგულს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.