განვითარებული

3

განვითარებული უფრო სრულყოფილი, დახვეწილი, წინ წაწეული, პროგრესული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განვითარება“ / „გავრცელება“   ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა   მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.