განკურნებული

6

განკურნებული    გამოჯანმრთელებული, გაჯანსაღებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განკურნება“ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  მარჯვენა ხელი მაჯით ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად  მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოჯანმრთელება“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ხელები წინ მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.