განთავისუფლებული

7

განთავისუფლებული ვინც (რაც) გაათავისუფლეს ან გათავისუფლდა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოშვება“ სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერით და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეებს კრავს, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.