განზრახვა

6

განზრახვა     ჩანაფიქრი, გადაწყვეტილება, გეგმა, გაფიქრება, გულში გავლება

 

ორნაწილიანი ჟესტის  ნაწილია პირველი ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ თავის დონეზე განთავსებული ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი წინ მიმართული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.