აწყობა

აწყობა  _   სხვადასხვა ხმის მქონე მომღერლების ხმათა შეხამება     ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ოდნავ ზემოთაა განთავსებული, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს და ეხება ერთმანეთს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აწყობა

აწყობა  _  რამე (სიმრავლის) ზემოთ დალაგება, რამის დალაგება, ფორმაში მოყვანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აწონილი

აწონილი _  შეფასებული, განსჯილი, გათვალისწინებული, საფუძვლიანად შესწავლილი, აწონილ-დაწონილი, რაც აიწონა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „აწონვა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით … Read more

Categories

აწონვა

აწონვა  _  რისამე წონის, რისამე სიმძიმის გარკვევა სასწორით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ  მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.    

Categories

აწმყო

აწმყო  _  ახლანდელი დრო; აწ, ახლა მყოფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღეს“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელი ქვევით ეშვება სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ. … Read more

Categories

აწევა

აწევა  _  რამის აღება, აყვანა, ქვევიდან ზევით გადაადგილება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ხელი ზევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

აცრა

აცრა   _   ნემსის გაკეთება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები. დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ მოძრაობს, ბოლო ფაზაში თითები შეკრულია მუშტად და ხელი ეხება მკლავს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

აცმა

აცმა  _  ასხმულა, გარკვეული სიგრძის ძაფი ზედ აცმული ან ასხმული საგნებით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, მარცხენა _ მარჯვნივ, ორივე ხელის საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აცლა

აცლა  _  რამის მალვით აღება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია თითები და შუა თითი ქვევითაა ჩაწეული, ბოლო ფაზაში თითები ჩაკეცილია, ხელი უკან, სხეულისკენაა გადაადგილებული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

აცილება

აცილება  _   თანამდებობაზე უარის თქმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ხელები მარჯვნივ მოძრაობს კლაკნილი ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აცილება

აცილება  _  მიზანში ვერ მოხვედრა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარცხენა _ წინ, მარჯვენა საჩვენებელი თითი გადაადგილება მარცხენასკენ და შემდეგ ზევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

აცილება

აცილება  _  ზევითკენ გაცილება ვისიმე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების  დონეზე.

Categories

აცაბაცა

აცაბაცა  _  შეუწყობლად, არეულად, აქეთ-იქით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აჩრდილი

აჩრდილი _  მოჩვენება, ლანდი, ანარეკლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება საფეთქელს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღნაგობა“/“ფორმა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა … Read more

Categories

აჩმა

აჩმა   _ ხაჭაპურის სახეობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს და ტრიალით მოძრაობს მარცხენა ხელისგულზე, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით ხელისგულები მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის თითები ზედ ადევს მარცხენა ხელის თითებს, ხდება პოზიციათა მონაცველობა. ჟესტი … Read more

Categories