აჩემება

აჩემება  _  აჟინება, ახირება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია  მარცსნივ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ და ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ზედ ედება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აშენება

აშენება  _  აგება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით და ერთმანეთისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება მოძრაობისას. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

აყრილი

აყრილი _  რაც აყარეს ან აიყარა, ზევით აგდებული, აშლილი, ანგრეული, ამოგდებული,  თავისი ადგილსამყოფლიდან დაძრული, სხვა ადგილზე გადაყვანილი   რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აყრა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული … Read more

Categories

აყრა

აყრა _ ზევით აგდება, არევ-დარევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აყოლა

აყოლა  _  სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და მოქმედება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ყური“_ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, ხელი მიდებულია ყურთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „აყოლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები წინ და ზევით … Read more

Categories

აყოლა

აყოლა _  ზევით ასვლა ვინმესთან  ან რამესთან ერთად, ადევნება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები წინ და ზევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აყირავება

აყირავება _  ყირაზე დაყენება, ამოტრიალება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობის მოძრაობა რკალური ტრაექტორიით: ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელი ზევით განთავსდება, ხოლო ზემოთ მყოფი მარცხენა ხელი ქვევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღძვრა

აღძვრა _ ამოძრავება, ამოქმედება, გამოწვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელის ქვეშ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით და ხელი და ზემოდან ედება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღქმა

აღქმა _ ობიექტური სინამდვილის ცნობიერებაში ასახვის პროცესი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ /„გონება“ –  ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი საფეთქელთან ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღქმა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება  მოძრაობა უკან, სხეულისკენ და ბოლო ფაზაში თითები … Read more

Categories

აღტაცება

აღტაცება  _ აღფრთოვანება, უაღრესი სიამოვნებისა და მოწონების გრძნობა, ატაცება რაიმე განცდით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აღსრულება

აღსრულება _ მოკვდომა, გარდაცვალება   რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბოლოო“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ და მარცხენა _ მარცხნივ, თითის წვერები ეხება სახეს ტუჩებთან, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, მომდევნო ფაზაში ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია … Read more

Categories

აღსასრული

აღსასრული _ დასასრული, ბოლო (ადამიანისა), გარდაცვალება, სიკვდილი. ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბოლოო“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ და მარცხენა _ მარცხნივ, თითის წვერები ეხება სახეს ტუჩებთან, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, მომდევნო ფაზაში ხელისგულები გაშლილი თითებით … Read more

Categories

აღრიცხვა

აღრიცხვა _  რაიმე მიზნისათვის სპეციალურ სიაში შეტანა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ჩაწერა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა  ხელის თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია და ზედა ფალანგებში მოხრილი, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სია“ _ … Read more

Categories

აღნიშნული

აღნიშნული  _   რაც აღნიშნეს ან აღინიშნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღნიშვნა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ხაზავს აღნიშვნის ნიშანს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და … Read more

Categories

აღნიშვნა

აღნიშვნა  _  ჩანიშვნა, ნიშნის დასმა, გარკვეული ნიშნით გამოხატვა, გამოსახვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ხაზავს აღნიშვნის ნიშანს. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories