აღნაგობა

აღნაგობა _ აგებულება, სხეულის ფორმა     ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის  დონეზე.

Categories

აღმსარებელი

აღმსარებელი _ ვინც აღიარებს ამა თუ იმ რელიგიას   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღიარება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული, გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

აღმოჩენა

აღმოჩენა  _ მიგნება, ნახვა იმისა, რაც მანამდე ცნობილი არ იყო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ზევით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით  მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენა მაჯას, მარჯვენა ხელით მარცხენა ხელის წინ სრულდება მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი … Read more

Categories

აღმოფხვრა

აღმოფხვრა _ ძირფესვიანად ამოგდება, მოსპობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით  მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აღმოსავლეთი

აღმოსავლეთი  _  ქვეყნის ის მხარე, საიდანაც მზე ამოდის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით,  მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს გამოსახავს, დანარჩენი თითები გაშლილია; მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და ადის მარცხენა ხელის ზევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდისა და მხრების დონეზე. … Read more

Categories

აღმზრდელობითი

აღმზრდელობითი _ აღზრდის დანიშნულების მქონე, საგანმანათლებლო, დამრიგებლობითი,  დიდაქტიკური ხასიათის რამ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღზრდა“_ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, … Read more

Categories

აღმზრდელი

აღმზრდელი _ ვინც აღზრდის, გამზრდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „აღზრდა“  _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი … Read more

Categories

აღმაშფოთებელი

აღმაშფოთებელი _ ამაღელვებელი, დაუშვებელი, შეუწყნარებელი, მიუტევებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები თავისუფლად გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღმასრულებელი

აღმასრულებელი _ ვინც ან რაც ასრულებს რამე ბრძანებას, დადგენილებას ან გადაწყვეტილებას, ვინც პრაქტიკულად განახორციელებს მართვა-გამგეობას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“  _ გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories

აღმართი

აღმართი  _  ზევით, აღმა მიმავალი გზა, დამრეცი აღმავალი ადგილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, სრულდება მოძრაობა წინ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღმავალი

აღმავალი  _  ვინც ან რაც მაღლა ადის;  რაც იზრდება, ვითარდება, წინ მიდის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ზევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

აღმა-დაღმა

აღმა-დაღმა  _  ზევით-ქვევით, ხან აღმა, ხან დაღმა.   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, წინ მიმართული თითებით, ხელი მოძრაობს ზევით, შემდეგ ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღმა

აღმა  _ ზევითკენ, მაღლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, წინ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა წინ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღიარება

აღიარება _  რისამე ცნობა‚ მართებულად მიჩნევა‚ გაზიარება (რისამე)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული, გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

აღთქმა

აღთქმა  _  დაპირება‚ სიტყვის‚ პირობის მიცემა, დანაპირები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; მომდევნო ფაზაში ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories