აღზრდა

97

აღზრდა ვისიმე განვითარებაზე სისტემატური ზემოქმედება‚ გარკვეული ჩვევების ჩანერგვა‚ წვრთნა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, ორივე ხელით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აღვირი

96

აღვირი  მოწყობილობა ცხენის სამართავად: ცხენის თავზე ჩამოსაცმელი და ხელში დასაჭერი თასმები პირში ამოსადები რკინით (ლაგმით)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ ხელისგულები მიმართულია  ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ლაგამი“ სახის დონეზე განთავსებული ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

აღება

95

აღება დაპყრობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით, ბოლო  ფაზაში თითები მუშტადაა შეკრული.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აღება

94

აღება რაიმე მდებარე საგნის ხელში დაჭერა (აწევით)

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ზევით მოძრაობს. ბოლო ფაზაში თითები მუშტადაა შეკრული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აღდგომა

93

აღდგომა მაცხოვრის ცადამაღლება ჯვარცმის შემდეგ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვერცხი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ტუჩებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გატეხვა“   ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მოხრილი თითები ცერებს წვერებით ეხება, ხელები ერთმანეთისკენ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში თითებით ეხება ერთმანეთს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აღდგენა

92

აღდგენა წინანდელი სახის მიცემა; ხელახლა აშენება; განახლება; აღორძინება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით  და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, ხოლო მარცხენა მარჯვნივ; ბოლო ფაზაში ხელები მხრების დონეზეა იმავე კონფიგურაციით, საჩვენებელი თითები ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და  მხრების დონეზე.

კატეგორია:

აღგზნება

91

აღგზნება  ძლიერი აღძვრა‚ ნეგატიური აღელვება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ცერი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს. მარცხენა ხელის თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში სრულდება პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობითი მოძრაობა: მარცხენა ცერი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს. მარჯვენა ხელის თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აქცია

90

აქცია   ფასდაკლების  აქცია

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „გამოცხადება“/ „გამოქვეყნება“ ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილი საჩვენებელი თითები მიდებულია შუბლზე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით, შემდეგ ფაზაში ხელები მხრების დონეზეა მუშტად შეკრული თითებით და ოდნავ წამოწეული, მოხრილი საჩვენებელი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფასდაკლება“ ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ხელები ქვევით ეშვება სინქრონულად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

აქცია

89

აქცია   საპროტესტო გამოსვლა, ღონისძიება, რაიმე ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზნის მისაღწევად წამოწყებული მოქმედება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია  ქვევით, წინ მიმართული თითები გაშლილია თავისუფლად, მარჯვენა ხელის თითები მარცხენას ზევითაა განთავსებული, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

აქცია

88

აქცია   ფასიანი ქაღლდი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით და ზედ ადევს იმავე კონფიგურაციით ზევით მიმართულ მარცხენას, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წრიულად მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითებით გამოსახულია ღია წრეები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აქტუალური

87

აქტუალური    არსებითი მნიშვნელობის მქონე‚ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი‚ საჭირბოროტო

 

ორნაწილიანი, ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მნიშვნელოვანი“ სხეულისკენ მიმართული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აქტიური

86

აქტიური რაიმე საქმიანობის მხურვალე მონაწილე‚ ენერგიულად მოქმედი; ენერგიული

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია თითები, ხელები ეხება  მკერდს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

აქტი

85

აქტი  რაიმე ცალკეული მოქმედება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელები  სპირალური ტრაექტორიით ქვევით ეშვება სინქრონულად. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

აქოთება

84

აქოთება     1. ცუდი სუნის დაყენება‚ აყროლება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, გაშლილი თითებით ხელი სახეს ეხება ცხვირთან, მომდევნო ფაზაში სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

აქლემი

83

აქლემი  წყურვილის‚ შიმშილისა და სიცხის ამტანი, ერთი ან ორი კუზის მქონე,   მაღალი ტანის მცოხნელი ცხოველი, რომელსაც აზიაში იყენებენ ტვირთის სატარებლად‚ სამგზავროდ

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  მარცხნივ, მარცხენა კი მარჯვნივ, მხრების დონეზე  ხელები ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია მუშტად შეკრული თითებით, მაჯებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

კატეგორია: