აღდგენა

92

აღდგენა – წინანდელი სახის მიცემა; ხელახლა აშენება; განახლება; აღორძინება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით  და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, ხოლო მარცხენა – მარჯვნივ; ბოლო ფაზაში ხელები მხრების დონეზეა იმავე კონფიგურაციით, საჩვენებელი თითები ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და  მხრების დონეზე.