ბილწი

ბილწი   _ უწმინდური, საზიზღარი, საძაგელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, ხელი ეხება ნიკაპს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ბითუმად

ბითუმად   _  ერთიანად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, იმავე კონფიგურაციით ქვემოთ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მომდევნო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა  _  წიგნთსაცავი, დაწესებულება, სადაც საზოგადოებრივი სარგებლობისათვის თავს უყრიან წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიგნი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories

ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია  _  წიგნების მეცნიერულად სისტემატიზებული აღნუსხვა-აღწერა ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიგნი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღწერა“ / “ჩამონათვალი“ _ … Read more

Categories

ბიბინი

ბიბინი  _  ნიავისაგან ჯეჯილის ან ბალახის ტალღისებური მოძრაობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და მოკეცილი ცერებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება თითების რხევითი, განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

ბიბილო

ბიბილო  _  წითელი ბრტყელი და დაკბილული ხორცოვანი ამონაზარდი ზოგი ფრინველის თავზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, შუბლზე მიდებულია წინ მიმართული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, თითები უკან იხრება. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბზუილი

ბზუილი  _  ბზუკუნი, ზუზუნი, მწერების ხმა   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება სახეს; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories

ბზრიალი

ბზრიალი   _  სწრაფად ტრიალი თავისი ღერძის ირგვლივ   ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია და ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, მარცხენა _ ქვემოთ, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ბზინვა

ბზინვა _  ბრწყინვა, ელვარება   ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _  მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი  გაშლილია და თვალთან მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრწყინვა“ / „ელვარება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი ბრუნვადი მოძრაობა მაჯაში.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ბზეკა

ბზეკა   _  ამპარტევნება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაყი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები მუშტადაა შეკრული და ცერი ზევითაა აღმართული, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი სხეულს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვირაწეული“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირს და რკალური … Read more

Categories

ბზარი

ბზარი  _   მკვრივ საგანზე მცირედ გახეთქისაგან დაჩნეული ხაზი, ნაბზარი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა ტალღური ტრაექტორიით ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბზა

ბზა  _  მარადმწვანე წვრილფოთლებიანი ბუჩქი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს სცილდება. ჟესტი სრულდება მკერდის … Read more

Categories

ბეჯითი

ბეჯითი  _ დაუზარელი, გულმოდგინე, მუყაითი, მეცადინე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბეჭი

ბეჭი  _   ადამიანის ზურგის ზევითა მხარე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით,  სრულდება მოძრაობა უკან რკალური ტრაექტორიით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ბეჭს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ბეჭედი

ბეჭედი  _  სამკაული,  თითზე ჩამოსაცმელი ძვირფასი ლითონის ან სხვა მასალის რგოლი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ ზევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories