ბიბლიოგრაფია

75

ბიბლიოგრაფია  _  წიგნების მეცნიერულად სისტემატიზებული აღნუსხვა-აღწერა

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიგნი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღწერა“ / “ჩამონათვალი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერებს ეხება ცერები, სრულდება ორჯერადი (ან სამჯერადი) სპირალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.