ბზა

67

ბზა  _  მარადმწვანე წვრილფოთლებიანი ბუჩქი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს სცილდება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.