ბეჭდვა

ბეჭდვა  _ დაბეჭდვა, დადასტურება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა  ხელისგული  მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბეწვი

ბეწვი  _  თმის მსგავსი ამონაზარდი, რომლითაც დაფარულია ცხოველის ტყავი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენა მკლავთანაა, ბოლო ფაზაში შეტყუპებული და  მოხრილი თითები ეხება ცერს. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.  

Categories

ბეტონი

ბეტონი  _  საშენი მასალა, ცემენტის დუღაბში არეული ღორღი, ხრეში და სხვა, რომელიც გაშრობისთანავე მეტად მყარი ხდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი … Read more

Categories

ბერტყვა

ბერტყვა  _  დაფერთხვა, რამის დაქნევით გასუფთავება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ და წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბერკეტი

ბერკეტი _   საყრდენ წერტილზე მოძრავად დაყენებული ძელაკი (რითიც შესაძლებელია მცირე ძალის მეშვეობით მძიმე ტვირთის დაძვრა)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთნაირი კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ბერი

ბერი _ სასულიერო პირი, რომელსაც ყველაზე მკაცრი ასკეტური ცხოვრების აღთქმა აქვს დადებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მღვდელი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოვალურად მოხრილი ხელი ნიკაპთანაა განთავსებული, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარტოობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა … Read more

Categories

ბერვა

ბერვა _ სულის შებერვა, ჰაერის ნაკადის გამოშვება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ბერეტი

ბერეტი   _  მრგვალი უფარფლო რბილი ქუდი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ოდნავ ზემოთაა განთავსებული, ხელები ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება თავის დონეზე.

Categories

ბენზინი

ბენზინი  _   მანქანის საწვავი, ადვილად აალებადი მსუბუქი სითხე, ნავთობპროდუქტი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბელტი

ბელტი _  ბარით ან სახნისით მოჭრილი მიწის მონაკვეთი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მრგვალი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ … Read more

Categories

ბელადი

ბელადი _ მეამბოხეთა ჯგუფის წინამძღოლი,  მებრძოლთა მეთაური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გმირი“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული შეკრული მუშტებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით მიემართება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მთავარი“ _ ზევით განთავსებულია სხეულისკენ მიმართული მარჯვენა ხელი მუშტად … Read more

Categories

ბეზღება

ბეზღება _  დასმენა, დაბეზღება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული პირთან მიტანილი, მოხრილი თითებით, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში  ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ბევრჯერ

ბევრჯერ  _  მრავალჯერ, მრავალგზის, ხშირად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბევრი“ _  ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით ქვევიდან ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

ბევრი

ბევრი _ დიდი რაოდენობა, მრავალი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბედნიერება

ბედნიერება  _   ნეტარება, ლხენა, სიამე,  დიდი სიხარულისა და სრული კმაყოფილების განცდა   ორხელიანი, სიმეტრიული დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით რკალური ტრაექტორიით; ბოლო ფაზაში ცერი, საჩვენებელი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხელები წინ არის გამოწეული, ხელისგულები ქვევითაა მიმართული. ჟესტი … Read more

Categories