ბზეკა

69

ბზეკა   _  ამპარტევნება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაყი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები მუშტადაა შეკრული და ცერი ზევითაა აღმართული, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი სხეულს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვირაწეული“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირს და რკალური ტრაექტორიით ზევით მოძრაობს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და  სახის დონეზე.