ვარდისფერი

ვარდისფერი   –  მკრთალი მოწითალო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება ტუჩების წინ, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ვარგისი

ვარგისი –   გამოსადეგი, გამოსაყენებელი, კარგი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

ვაჟკაცი

ვაჟკაცი – ზრდასრული ვაჟი, ღონიერი, გულადი, ბრძოლაში შეუდრეკელი მამაკაცი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ზევით და სახისკენაა მიმართული,  საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი ულვაშთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.  

Categories

ვაჟიშვილი

ვაჟიშვილი  – ადამიანის შვილი მამრობითი სქესისა, ძე, ვაჟი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჟი“ – მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი … Read more

Categories

ვაჟი

ვაჟი –  მამრობითი სქესის ადამიანი, მამაკაცი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

ვალუტა

ვალუტა  – ამა თუ იმ სახელმწიფო ში მიღებული ფულის სისტემა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ – ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილში წარმოდგენილია ორხელიანი, სიმეტრიული  სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“ – მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

ვალი

ვალი   სესხად აღებული ფული, ნისიად წაღებული საქონლის საფასური და სხვა მსგავსი თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი   ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითებითს წვერები ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.  

Categories

ვალდებულება

ვალდებულება  –  მოვალეობა, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი საჭიროების (ან შინაგანი მოთხოვნილების) მიხედვით აუცილებლად შესასრულებელი რამ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ვაკე

ვაკე –  დაბლობი, სწორი, გაშლილი, უმთაგორაკო ადგილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული ფაროდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა, შემდეგ ხელი ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე,  

Categories

ვადაგასული

ვადაგასული  –   რის ვადაც გათავდა; რასაც ვადა გაუვიდა, დროგასული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის?“ – მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი თითების წვერები ეხება ცერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასვლა“ – ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, თითები მიმართულია მარცხნივ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის … Read more

Categories

ვადა

ვადა –   დროის განსაზღვრული მონაკვეთი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ / „ჩაწერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხელი  მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს; … Read more

Categories

ვაგონი

ვაგონი –  ოთახის მსგავსი ბორბლებიანი საზიდავი, რომელიც რელსებზე მოძრაობს და იხმარება მგზავრთა გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილია თითები, მარჯვენა ხელი მარცხენას წინაა განთავსებული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი სხეულისკენ გადაადგილდება, მარცხენა – წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვაგზალი

ვაგზალი  –  სადგური   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა გაშლილი თითები ზემოდან ადევს მარცხენა თითებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის  ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ერთობა

ერთობა  – ერთიანობა, ერთსულოვნება, ერთი პირის ქონა, თანხმობა, ერთმანეთისათვის მხარის მიცემა, სოლიდარობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წრიულად მოხრილი თითებით, ზეცით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ეჭვიანი

ეჭვიანი  –  ვინც ყველაფერს ეჭვით უყურებს, ეჭვით, უნდობლობით  შეპყრობილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, შუა თითების წვერები ეხება ცერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories