ეჭვი

ეჭვი   –   უნდობლობა, დაურწმუნებლობა   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია და ნიკაპზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტს ახლავს სათანადო მიმიკა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ეშხიანი

ეშხიანი –  ეშხის მქონე,  ტურფა, მომხიბლავი, მიმზიდველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“  – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მშვენიერი“ – ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ეხება ცერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და … Read more

Categories

ეშმაკობა

ეშმაკობა  –  მოხერხებულობა, გაქნილობა, მზაკვრობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ეშმაკი

ეშმაკი –  ბოროტი, ავი სული, მავნე სული, სატანა, მაცდური   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზემოთ აღმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილი და სახისკენ მიმართულია  ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ეშვი

ეშვი  – ძუძუმწოვარი ცხოველის კბილი, რომელიც სხვა კბილებთან შედარებით გრძელია და წვეტიანი   ორხელიანი, სიმეტრიული, იკონური, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ექსპრესი

ექსპრესი   – ძალიან სწრაფი მატარებელი (გემი და სხვ.), რომელიც ჩერდება მხოლოდ დიდ სადგურებზე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ჯერ დაახლოებითი მიმართულების, შემდეგ კი – განსვლითი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ექსპერტიზა

ექსპერტიზა  – საკითხის განხილვა ექსპერტების მიერ დასკვნის მისაცემად   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „გამომძიებელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი  და  საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცდა“ –  მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, … Read more

Categories

ექსპერტი

ექსპერტი  – საქმის მცოდნე, სპეციალისტი, რომელსაც იწვევენ რაიმე საკითხის, რაიმე საქმის შესახებ დასკვნის მისაცემად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცდა“– მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და ზევით აღმართული ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი … Read more

Categories

ექსპერიმენტი

ექსპერიმენტი  – მეცნიერული ცდა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცდა“ –  მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და ზევით აღმართული ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „.ანალიზი“ / „შემოწმება“ – ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა … Read more

Categories

ექსკურსია

ექსკურსია  –კოლექტიური დათვალიერება რამე მნიშვნელოვანი ადგილისა (მუზეუმის, გამოფენის, ისტორიული ადგილების და სხვ.); კოლექტიური გამგზავრება, გასეირნება სასწავლო, სამეცნიერო, სპორტული თუ გართობის მიზნით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ექო

ექო –  რაიმე საგნის ბგერის არეკვლა, გამოძახილი, ნახმევი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული, ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ყურს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ექიმი

ექიმი –  უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ზრუნავს დაავადებებისაგან ადამიანის დაცვაზე და ავადმყოფებს მკურნალობს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული  გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და გაშლილი … Read more

Categories

ექვსასი

ექვსასი –  რიცხვი, რაოდენობა 600, ექვსჯერ ასი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ექვსი

ექვსი  –  რიცხვი, რაოდენობა 6, ორჯერ სამი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ეფექტური

ეფექტური –  ეფექტის მქონე,  სასურველი შედეგის მომცემი, ქმედითი, შედეგიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ლოყას თვალთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეფექტი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories