ეფექტი
ეფექტი – ძლიერი შთაბეჭდილება, ზემოქმედება ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ეფექტი – ძლიერი შთაბეჭდილება, ზემოქმედება ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ეტიკეტი – იარლიკი, პროდუქციაზე დაკრული საფაბრიკო ან სავაჭრო ნიშანი ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ესტრადა – მსუბუქი მუსიკის ფორმა, საკონცერტო სანახაობანი ღია სცენაზე ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმღერა“– ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით … Read more
ესპანელი – ესპანეთის მცხოვრები, მკვიდრი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ესპანეთი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ლოყას თვალთან და ქვევით მოძრაობს, შემდეგ საჩვენებელი თითი იმავე მოძრაობას ასრულებს მარჯვენა მხარეს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი … Read more
ესპანეთი – ქვეყანა ევროპის კონტინენტზე ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ლოყას თვალთან და ქვევით მოძრაობს, შემდეგ საჩვენებელი თითი იმავე მოძრაობას ასრულებს მარჯვენა მხარეს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ესკიზი – წინასწარი მონახაზი (ნახატისა, სურათისა) ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“– სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრაფიკა“ – წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს კრავს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება ტალღური ტრაექტორიის … Read more
ეს ნაცვალსახელი, მიუთითებს პირველ პირთან ახლო მყოფ საგანზე ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.
ეროვნული – ერისა, ერთან დაკავშირებული, ერის დამახასიათებელი, ერისათვის განკუთვნილი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეროვნება“ – გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით ხელი მსუბუქად ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, … Read more
ეროვნება – გამაერთიანებელი სახელი ერისა, ხალხისა და ტომისა ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით ხელი მსუბუქად ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ერთმანეთი – ერთიმეორე, ურთიერთი ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
ერთიანობა – მთლიანობა, ერთობა, განუყოფლობა, მონოლითურობა ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ერთმანეთისკენ და ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ქვევით დაშვებული თითების წვერები ეხება ცერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ერთი – რაოდენობითი რიცხვითი სახელი, რიცხვთა შორის პირველი ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
ერთ-ერთი – ერთი მათგანი, ორიდან ერთი, ბევრთაგან ერთი რომელიმე, ერთი მრავალთაგანი ორხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში იმავე პოზიციაში, იმავე კონფიგურაციით წარმოდგენილია მარცხენა ხელი. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.
ერთგული – თავდადებული, უღალატო ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილია თითები სხეულისკენაა მიმართული და ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
ერთგულება – უსაზღვრო სიყვარულით გამსჭვალვა, თავდადება ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ერთი“ – სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს. ჟესტი … Read more