ერთადერთი

ერთადერთი –  მხოლოდ ერთი, მარტო ერთი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ერთად

ერთად  –  ერთმანეთის (ან სხვების) გვერდით, ერთმანეთის თანხლებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით მიმართულია წინ, ბოლო ფაზაში ხელები ერთმანეთთან ახლოსაა მიტანილი და ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ერი

ერი    ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოშობილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული  გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, თითები ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მარჯვნივ და ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ერბო

ერბო  – გადამდნარი კარაქი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა სპირალური ტრაექტორიით და ხელი რამდენჯერმე ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ენძელა

ენძელა  –  გაზაფხულის პირველი ყვავილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით შეკრულია წრე და ხელი ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  ფორმა – სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა იდაყვთან განთავსებული მარცხენა ხელისგული … Read more

Categories

ენერგია

ენერგია  – მუშაობის შესრულების უნარი, მოქმედების უნარი, მხნეობა, ძალა, ძალ-ღონე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ენერგია

ენერგია – ელექტოენერგია     ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ენა

ენა  1. პირის ღრუში მოთავსებული მეტად მოქნილი და მოძრავი კუნთოვანი ორგანო, რომელიც გემოს გამგები და სამეტყველო ბგერათა მაწარმოებელია; 2. ენა არის ურთიერთობისა და აზრთა გაზიარების საშუალება   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითები ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ელიტა

ელიტა –  ადამიანთა დაწინაურებული, წარმატებული ჯგუფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საზოგადოება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და ხელები ერთმანეთს უახლოვდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეთიკა“ – ნიკაპთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი … Read more

Categories

ელვარე

ელვარე  – ბზინვარე, ბრწყინვალე, ლაპლაპა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება თვალს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტს, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, წინ წაწეული მარჯვენა … Read more

Categories

ელვა

ელვა  – ატმოსფერული მოვლენა, როდესაც დადებითი და უარყოფითი ელექტრობის შეერთება იძლევა ძლიერ ნათებას კლაკნილი ხაზის სახით   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ტეხილი, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.  

Categories

ელექტროობა

ელექტრობა _  ელექტრული მუხტი; ელექტრულ მუხტთა არსებობის, მოძრაობისა და ურთიერთმოქმედების მოვლენათა ერთობლიობა; ტექნიკაში გამოყენებული ენერგიის ფორმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ენერგია“ – წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, … Read more

Categories

ელემენტი

ელემენტი  –   ბატარეა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებშ ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ეკრანი

ეკრანი –  1. ჩარჩოზე გადაჭიმული თეთრი ქსოვილი, რომელზედაც უჩვენებენ კინოფილმებს; 2. ლითონის ფარი, რომელიც იცავს ელექტროდანადგარს, ხელსაწყოს, ადამიანს გარეშე გავლენისაგან, მავნე სხივებისაგან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინა“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, ქვევით ჩაწეულია შუა თითი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის  განმეორებადი … Read more

Categories

ეკონომიური

ეკონომიკური –  ეკონომიკის ხასიათისა, ეკონომიკის შესაფერი; ეკონომიკაზე დამყარებული, ეკონომიკასთან დაკავშირებული, ეკონომიკისათვის განკუთვნილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეკონომიკა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ, თითი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გეგმა“–  მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, … Read more

Categories