ეკონომიური

2

ეკონომიკური   ეკონომიკის ხასიათისა, ეკონომიკის შესაფერი; ეკონომიკაზე დამყარებული, ეკონომიკასთან დაკავშირებული, ეკონომიკისათვის განკუთვნილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეკონომიკა“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ, თითი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გეგმა“  მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრობა და ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია  სახისა და მკერდის დონეზე.