ეკონომიკა

ეკონომიკა  – ადამიანთა წარმოებითი ურთიერთობების ერთობლიობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ, თითი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ეკლესია

ეკლესია  – საყდარი, ტაძარი, საერთო სამლოცველო შენობა, სადაც იმართება მღვდელმსახურება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელი მკერდის დონიდან ზევით მიემართება სინქრონულად და ერთმანეთს უახლოვდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

ეთიკა

ეთიკა  – მოძღვრება ზნეობის, მორალის, ადამიანის ყოფაქცევის წესთა შესახებ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ნიკაპთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული და თითები ეხება ლოყებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ეზო

ეზო  – შემოკავებული მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი და სხვა ნაგებობა დგას და სადაც ხშირად საჩრდილობელი ხეები და ხეხილია   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ევროპელი

ევროპელი –  ევროპის მკვიდრი, ევროპის რომელიმე ქვეყნის მცხოვრები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ევროპა“ – წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, წრიული ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. … Read more

Categories

ევროპა

ევროპა –  დედამიწის ერთ-ერთი ნაწილი, კონტინენტი, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება აზია, დასავლეთით ატლანტის ოკეანე, სამხრეთით – ხმელთაშუა და შავი ზღვა, ჩრდილოეთით – ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, წრიული ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ეგოისტი

ეგოისტი  – პირი, რომელიც საკუთარ ინტერესებს საზოგადოებრივ ინტერესებზე წინ აყენებს, ეგოიზმით შეპყრობილი, პირადი კეთილდღეობისათვის მზრუნველი, თავკერძი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია წელის არეში განზე გაწეული ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ და თითები ეხება გვერდებს. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories

ეგოიზმი

ეგოიზმი  –  საზოგადოებრივ ინტერესებზე წინ საკუთარი ინტერესების დაყენება, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ყელს ქვევით განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული და თითები ეხება მკერდს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ეგვიპტე

ეგვიპტე  – ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და საფეთქელზე მიდებული თითებით, კუთხოვანი ტრაექტორიით ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა და თითები ეხება ჯერ შუბლს, მერე ლოყებს, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ეგ

ეგ   პირის ან ჩვენებითი ნაცვალსახელი (მეორე პირთან ახლოს მყოფი)   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ებრაელი

ებრაელი  –  იუდეველი, ებრაული ჯიშის ადამიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და საფეთქელზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more

Categories

დუქანი

დუქანი _  წვრილი სავაჭრო ან პატარა სასადილო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერებით და საჩვენებელი თითებით გამოსახულია ოთხკუთხედის ფორმა, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დუმილი

დუმილი  _ ჩუმად ყოფნა, არაფრის თქმა, ხმის ამოუღებლობა, მდუმარება, სიჩუმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ტუჩზე მიდებულია გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ _ ქვევით მიმართულია ერთად განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, წინ და … Read more

Categories

დუმა

დუმა  _ ცხვრის ქონიანი დიდი კუდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკანალი“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება … Read more

Categories

დრუნჩი

დრუნჩი _  ცხოველის (საქონლის) ცხვირი, დინგი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ _ ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „დინგი“ _ სახისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი … Read more

Categories