დოლი

დოლი  _ საკრავი, წარმოადგენს ღრუ ცილინდრს, რომლის ორივე მხარეს გადაკრულია ტყავი; უკრავენ თითების ან ორი ჩხირის ცემით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დილა

დილა  _  დღის დასაწყისი, დღის პირველი ნაწილი, დღის ადრეული საათები, დრო მზის ამოსვლიდან შუადღემდის (დაახლოებით 12 საათამდე)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ და წინ მიმართულია ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დიდი

დიდი _  ჩვეულებრივზე მეტი სიდიდით, ზომით მოცულობით, ტევადობით, სივრცით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დიდებული

დიდებული  _ ღირსშესანიშნავი, დიადი, ჩინებული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, ბოლო ფაზაში ყველა თითი ფართოდ გაშლილია და ხელი წინ არის წამოწეული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაჯდომა

დაჯდომა  _ მჯდომარე მდგომარეობის მიღება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, ქვევით დაშვებულია გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაჯახება

დაჯახება  _ რამეზე, ერთმანეთზე მაგრად მიხლა, მიხეთქება, დატაკება, დაძგერება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, განზე გაწეული იდაყვებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, ხელები ერთმანეთისკენ სინქრონულად მოძრაობს და ბოლო ფაზაში ეხება ერთმანეთს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

დაჯავშნა

დაჯავშნა  _ ჯავშნის დადება, რისამე ხელუხლებლად დაცვა, შენახვა გარკვეულ დრომდე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და მუშტად შეკრული თითებით ეხება გაშლილ მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

დახუჭვა

დახუჭვა  _ ქუთუთოების შეკვრა, ქუთუთოების გადმოფარება თვალზე, ქუთუთოებით  თვალის დახურვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი ზემოთ აღმართულია, ცერები გაშლილია, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, თვალები გახელილია, ბოლო ფაზაში ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია და თვალები დახუჭულია. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

დახურული

დახურული  _  მიხურული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელი რკალური ტრაექტორიით სინქრონულად მოძრაობს ერთმანეთისკენ და ქვევით, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დახურვა

დახურვა  _ გაღებულის მიხურვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით, წინ განთავსებული მარჯვენა ხელი მოძრაობს სხეულისკენ და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დახსომებული

დახსომებული  _ მეხსიერებაში, ხსოვნაში ჩარჩენილი, დამახსოვრებული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“  _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება შებლს საფეთქელთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით; ჟესტის … Read more

Categories

დახსომება

დახსომება  _ მეხსიერებაში, ხსოვნაში დარჩენა, განმტკიცება, დამახსოვრება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს საფეთქელთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით. … Read more

Categories

დახსნა

დახსნა  _ გაშლა, გამოხსნა, განთავისუფლება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დახრჩობა

დახრჩობა  _  სასულე ორგანოს დახშობა, ჰაერის ნაკადის მიღების შეწყვეტა, სუნთქვის შეკვრა ყელში წაჭერით ან წყალში ჩაძირვით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, თითები ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გახდომა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია … Read more

Categories

დიდება

დიდება  _ ვისიმე ან რისამე სიდიადის აღიარება, ქება ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories