დიადი
დიადი _ თავისი მნიშვნელობით დიდი, დიდებული, ღირსშესანიშნავი, ჩინებული; ძლევამოსილი ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
დიადი _ თავისი მნიშვნელობით დიდი, დიდებული, ღირსშესანიშნავი, ჩინებული; ძლევამოსილი ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
დეიდაშვილი _ დეიდის შვილი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დეიდა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ლოყაზე მიდებულია გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი … Read more
დეიდა _ დედის და ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ლოყაზე მიდებულია გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
დედამთილი _ ქმრის დედა ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედა“ _ მარცხნივ მიმართულია მარცხენა ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ლოყაზეა ხელი მიდებული იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ ქვევით მიმართულია მარცხენა მკლავზე მიდებული ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
დედა _ მშობელი ქალი ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარცხენა ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ლოყაზეა ხელი მიდებული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
დგომა _ ზეზე, ამართულ მდგომარეობაში ყოფნა, ფეხზე გაჩერება, დადგომა ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ქვევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
დაჯღანვა _ დამანჭვა, დაჭყანვა ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახის წინ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში ხელები მხრების დონეზეა განთავსებული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტს ახლავს სათანადო მიმიკა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.
დაჯერება _ დარწმუნება, ნდობის მოპოვება ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით გადადგილდება რკალური ტრაექტორიით და ეხება გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულ მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
დახმარება _ შემწეობის აღმოჩენა, მიშველება, შველა, ხელის გამართვა, ხელის შეწყობა, მოხმარება ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია ოდნავ ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს.
დახლი _ გამყიდველის მაგიდა, წინიდან დახურული გრძელი ვიწრო მაგიდა მაღაზიაში ან ბაზარში ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „მაგიდა” _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაყიდვა“ _ ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით … Read more
დახვრეტა _ 1. ხვრელების დასმა, ნახვრეტების გაკეთება; 2. მოკვლა, დახოცვა (ტყვიის დაშენით) ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზემოთ განთავსებულია წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ნეკით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ზემოდან ეხება მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
დახვრეტა _ რამეზე ხვრელების დასმა, ნახვრეტების გაკეთება ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ წაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
დახეული _ ნახევებად ქცეული, დაგლეჯილი, დაფლეთილი, დაფხრეწილი ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ერთმანეთს მსუბუქად ეხება ხელები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
დახეთქება _ ძირს დაცემა, დახლა, დანარცხება ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
დახევა _ ნახევებად ქცევა, დაგლეჯა, დაფლეთა, დაფხრეწა ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთს მსუბუქად ეხება ხელები, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და სცილდება მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.