დაჭრილი

დაჭრილი  _  რაც ან ვინც  დაჭრეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაჭრა“ _ სხეულისკენ მიმართულია წინ წაწეული ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, … Read more

Categories

დაჭრა

დაჭრა  _  დანით ან სხვა მჭრელი იარაღით ჭრილობის მიყენება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია წინ წაწეული ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაჭმუჭნა

დაჭმუჭნა  _ სწორი, გლუვი რისამე (ქსოვილის, ქაღალდის) დანაოჭება, დასრესა, დაკუმშვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთს ეხება ხელები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დაქორწინება

დაქორწინება  _ შეუღლება (ქალ-ვაჟისა), ცოლის შერთვა ან გათხოვება, დაოჯახება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია და მხოლოდ ცერია ჩაკეცილი. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაქანება

დაქანება  _ დახრა, დაშვება, თავქვე გაქანება, ჩასრიალება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევითვე მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ასრულებს მოძრაობას დახრილი ტრაექტორიით მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაფიქრება

დაფიქრება  _ ფიქრის რამეზე მიპყრობა, ფიქრს მიცემა; საგონებელში ჩავარდნა   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს საფეთქელთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

დაფერვა

დაფერვა  _  ფერის მიცემა, შეფერვა, შეღებვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეღებვა“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ცერები ეხება საჩვენებელ თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი გაშლილი თითებით ზემოდან ქვემოთ რკალურ მოძრაობას ასრულებს სახის წინ.  ჟესტი … Read more

Categories

დატირება

დატირება  _  ტირილით გლოვა, ტირილი (მიცვალებულისა)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბოლოო“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ზურგებით ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ეხება ლოყებს ტუჩებთან, ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია  … Read more

Categories

დატენვა

დატენვა  _  გავსება, შევსება, მჭიდროდ გავსება, დამუხტვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით  მოძრაობს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დატარება

დატარება  _   წაღებ-წამოღება; მიტან-მოტანა დანიშნულებისამებრ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წრიული ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

დატარება

დატარება  _  წაყვან-წამოყვანა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს და წრიული ტრაექტორიით მოძრაობს, თან მიაქვს მარცხენა ხელი. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

დაჭიმვა

დაჭიმვა  _  გაწევა, გაჭიმვა, მოშვებული რისამე გაწევით გამართვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაჭერა

დაჭერა _  მოძრაობაში მყოფის ხელში მოქცევა, შეჩერება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა გაშლილ ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაწყებული

დაწყებული _  რაც დაიწყეს ან დაიწყო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ … Read more

Categories

დაწყება

დაწყება  _  წამოწყება, დასაბამი, სათავე, დასაწყისი    ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories