დაფერვა

6

დაფერვა  _  ფერის მიცემა, შეფერვა, შეღებვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეღებვა“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ცერები ეხება საჩვენებელ თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი გაშლილი თითებით ზემოდან ქვემოთ რკალურ მოძრაობას ასრულებს სახის წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა  და სახის დონეზე.