დაჭრილი

3

დაჭრილი  _  რაც ან ვინც  დაჭრეს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაჭრა“ _ სხეულისკენ მიმართულია წინ წაწეული ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.