დაწერა

დაწერა   _ ასოების ან ციფრების გამოსახვა ქაღალდზე ან სხვა მასალაზე, სიტყვის ან რაიმე შინაარსის ასოების საშუალებით გამოხატვა, გადმოცემა   ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. … Read more

Categories

დაწევა

დაწევა    _     სადევნ ობიექტთან, ინტერესის საგანთან მიახლოება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ზევით აწეულია ცერები, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით და მარცხნივ მოძრაობს და ცერთან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაძრული

დაძრული  _  ადგილიდან გადანაცვლებული, ამოძრავებული, ამოქმედებული; წამოსული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითების რხევით სრულდება სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად … Read more

Categories

დაძმარება

დაძმარება _  დაღონება, დანაღვლიანება, შეწუხება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მჟავე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ცხვირთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება … Read more

Categories

დაძმარება

დაძმარება  _  (ღვინის) ძმრად ქცევა,  დამჟავება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მჟავე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ცხვირთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია … Read more

Categories

დაძინება

დაძინება  _ ძილის დაწყება, სიფხიზლის საწინააღმდეგო ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ცნობიერება მოდუნებულია და ორგანიზმი ისვენებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი მოძრაობს სახისკენ და ეხება ლოყას, ჟესტს ახლავს თვალის დახუჭვის მიმიკა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დასაძინებლად დაწოლა“  _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და … Read more

Categories

დაძვრა

დაძვრა  _  ადგილის გადანაცვლება, სვლის, მოძრაობის დაწყება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითების რხევით სრულდება სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად … Read more

Categories

დაძველებული

დაძველებული   _  ძველი, ასაკიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაძველება“ _ ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ლოყასთან ხელი ქვევით მოძრაობს და სახეს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური … Read more

Categories

დაძველება

დაძველება  _   ასაკის მატება რამისთვის   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ლოყასთან ხელი ქვევით მოძრაობს და სახეს ეხება. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.  

Categories

დაჩქარებული

დაჩქარებული  _  ჩქარი, სწრაფი  აჩქარებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „დაჩქარება“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით სწრაფად მოძრაობს ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სიჩქარე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით … Read more

Categories

დაჩქარება

დაჩქარება  _  სწრაფი ქმედება, პროცესის ან მოქმედების ვადების შემცირება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები,  გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით სწრაფად მოძრაობს ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაჩივლება

დაჩივლება  _ მდურვა, სამდურავის, საყვედურის თქმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაჩვევა

დაჩვევა  _  ჩვევად ქცევა, მიჩვევა, შეჩვევა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითები ეხება შუბლს, გაშლილია ცერიც, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ხელი ტუჩების წინაა განთავსებული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაშინებული

დაშინებული  _  შიშით მოცული, შემკრთალი, დამფრთხალი, დაფეთებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაშინება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ ზურგებით მიმართულია ოდნავ მოხრილი თითები, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცინვა“ / „დამცირება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და … Read more

Categories

დაშინება

დაშინება  _  შიშის მოგვრა, დაფრთხობა, დაფეთება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ ზურგებით მიმართულია ოდნავ მოხრილი თითები, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories