დაღუნვა

დაღუნვა  _  დაბლა დაწევა, დახრა, დადება (თავისა) ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილია და მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია წინ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა იდაყვის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

დაღონება

დაღონება  _  დანაღვლიანება, დადარდიანება, დამწუხრება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაღმართი

დაღმართი  _  ქვევითკენ დაქანებული ადგილი, თავდაღმართი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ხელი რკალური ტრაექტორიით  მოძრაობს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

დაღმა

დაღმა _  ქვევით, თავქვე, დაბლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, დახრილი ტრაექტორიით ხელი მოძრაობს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაღლილი

დაღლილი  _ ღონეგამოლეული, ქანცგაწყვეტილი, დაქანცული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი თითებით მარცხენა მკლავთან სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება მკლავს, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაღლა

დაღლა  _ ღონის გამოლევა, დაქანცვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება სინქრონული მოძრაობა ორივე ხელით, ბოლო ფაზაში  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაღვინება

დაღვინება  _  დადინჯება, დაჭკვიანება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკვიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება შუბლს, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი … Read more

Categories

დაღვინება

დაღვინება  _  ღვინოდ ქცევა, ღვინოდ დადგომა (მაჭრისა)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ყელს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, … Read more

Categories

დაღამებული

დაღამებული  _  დრო, როდესაც დაღამდა, ღამე დაიწყო, დაბინდდა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახის წინ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში თითები ფალანგებში მოხრილია და ხელები ოდნავ ქვევით გადადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

დაღამება

დაღამება  _  დღის დასრულება; ღამის დადგომა, დაბინდება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახის წინ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზემოთ აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილია ცერები და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, იქმნება ნაპრალოვანი ფორმა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაქორწინებული

დაქორწინებული  _  დაოჯახებული, შეუღლებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაქორწინება” _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია და მხოლოდ ცერია ჩაკეცილი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელის მოწერა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, … Read more

Categories

დასხმა

დასხმა  _  სითხის ჩაშვება რამდენიმე ჭურჭელში, ჩასხმა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება სამჯერადი, განმეორებადი მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დასხმა

დასხმა  _  სითხის დაღვრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ერთხელიანი, დინამიკური ნაწილია სიტყვა-ჟესტი „დასხმა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბნევა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია და ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები … Read more

Categories

დასხმა

დასხმა _ სითხის ჩაშვება რაიმეში (ჭურჭელში), ჩასხმა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დასტური

დასტური _ თანხმობა, დათანხმება, აღიარება, დამოწმება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აწეულია ცერები, ორივე ხელი სინქრონულად ქვევით მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories