დაღვინება

5

დაღვინება  _  დადინჯება, დაჭკვიანება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკვიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება შუბლს, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.