დასრულება

დასრულება  _  დამთავრება, გათავება, მოთავება, დაბოლოება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხნივ მიმართულია ოდნავ ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით და გაშლილი თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დასმენა

დასმენა  _ დაბეზღება, მტრობით სხვისთვის შეტყობინება ვისიმე დასაფარავი განზრახვისა ან ნამოქმედარისა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა ხელისგულს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დასი

დასი   _   გუნდი, კრებული, ჯგუფი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული ცერებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

დასველებული

დასველებული  _  სითხით გაჟღენთილი, სველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ის“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დასველება“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია  მხრებისა … Read more

Categories

დასველება

დასველება _  სითხით გაჟღენთა, დალბობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

დასახმარებელი

დასახმარებელი  _  ვისაც უნდა დაეხმარონ, ვისაც დახმარება სჭირდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახმარება“  _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ  მიმართულია ოდნავ ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

დასაწყისი

დასაწყისი  _  დასაბამი, სათავე, თავი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დასაოჯახებელი

დასაოჯახებელი  _ დასაქორწინებელი, ვინც უნდა ოჯახი შექმნას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქორწინება“ / „ხელის მოწერა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება კუთხითი ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უნდა“ / „სჭირდება“ _ სხეულისკენ მიმართულია … Read more

Categories

დასაქორწინებელი

დასაქორწინებელი  _ დასაოჯახებელი, ვინც უნდა დააქორწინონ ან დაქორწინდეს, საქორწინო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართული ხელისგული გაშლილი თითების წვერებით ეხება მკერდს, მაჯის რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დასაქმებული

დასაქმებული  _  ვინც დაასაქმეს ან დასაქმდა, ვისაც სამუშაო, სამსახური მისცეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით … Read more

Categories

დასაქმება

დასაქმება  _  რაიმეს გაკეთების დავალება, საქმის მიჩენა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დავალება“ _ ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ქვევით გადაადგილდება და ზემოდან ედება მარცხენა ხელის მტევანს, გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა … Read more

Categories

დასასრული

დასასრული   _  ბოლო, დაბოლოება, დამთავრება, გათავება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამთავრება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, გაშლილი თითები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბოლოო“ _ გაშლილი თითებით მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

დარჭობა

დარჭობა  _ დასობა, ჩარჭობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჩარჭობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

დარწმუნებული

დარწმუნებული  _ დაჯერებული, ვინც დარწმუნდა, სარწმუნოდ მიიჩნია რაიმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდობა“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით გადადგილდება რკალური ტრაექტორიით და ეხება ფართოდ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულ, წინ წაწეულ მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ … Read more

Categories

დარწმუნება

დარწმუნება _  სარწმუნოდ ქცევა (ვინმესთვის), ვინმეს დაჯერება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განმარტება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით,  შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება; მომდევნო ფაზაში ყველა თითი ფართოდაა გაშლილი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდობა“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories