დარჩეული

დარჩეული  _ სხვებში ამორჩეული, შერჩეული, საუკეთესო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მარჯვნივ და წინაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და ცერი თითები ერთმენეთს წვერებით ეხება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

დარი

დარი   _   ამინდი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, პირველ ფაზაში ხელისგულები  გაშლილი და ერთმანეთთან მიტყუპებული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად იკვეთება იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დარდიანი

დარდიანი  _ სევდიანი, ნაღვლიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარდი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

დარდი

დარდი _  სევდა, ნაღველი, კაეშანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დარბილებული

დარბილებული  _ რბილად ქცეული, სიმაგრედაკარგული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარბილება“ –  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური … Read more

Categories

დარბილება

დარბილება  _  რბილად ქცევა, რბილად გახდომა, სიმაგრის დაკარგვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

დარბეული

დარბეული  _ აკლებული, აოხრებული, აწიოკებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარბევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი _ სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბნევა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ბოლო ფაზაში ქვევით … Read more

Categories

დარბევა

დარბევა   _  აკლება, აოხრება, აწიოკება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი _ სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დარბაზი

დარბაზი _  საგანგებოდ მოწყობილი დიდი საკრებულო ოთახი    ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, წინ და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დარაჯი

დარაჯი   _  გუშაგი, მცველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარაჯობა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, … Read more

Categories

დაპირებული

დაპირებული  _  დანაპირები, აღთქმული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაპირება“ / „დათქმა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი, შუა და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში წინ მიმართული საჩვენებელი და შუა თითები ცერებს წვერებით ეხება და ქვევით მიმართულია ხელისგულები; … Read more

Categories

დაპირება

დაპირება  _ სიტყვის, პირობის მიცემა, შეპირება, აღთქმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში წინ მიმართული საჩვენებელი და შუა თითები ცერებს წვერებით ეხება და ქვევით მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაპატიმრებული

დაპატიმრებული  _ დატუსაღებული, დაჭერილი, პატიმარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები და საჩვენებელი თითები. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

დაპატიმრება

დაპატიმრება  _ საპატიმროში ჩასმა, დაჭერა, დატუსაღება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები ეხება ყელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ და ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული ქვევით დაშვებულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია ყელისა და მკერდის დონეზე.

Categories

დაპატარავება

დაპატარავება  _ შემცირება, პატარა ზომისად ქცევა, პატარად გახდომა, წონის მოკლება, გახდომა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories