დასხმა

9

დასხმა  _  სითხის დაღვრა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ერთხელიანი, დინამიკური ნაწილია სიტყვა-ჟესტი „დასხმა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბნევა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია და ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.