დაჩქარებული

7

დაჩქარებული  _  ჩქარი, სწრაფი  აჩქარებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „დაჩქარება“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით სწრაფად მოძრაობს ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სიჩქარე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები ეხება მკერდს და მსუბუქად ეხება ერთმანეთს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.