დაძვრა

10

დაძვრა  _  ადგილის გადანაცვლება, სვლის, მოძრაობის დაწყება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითების რხევით სრულდება სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.