დაძმარება

2

დაძმარება  _  (ღვინის) ძმრად ქცევა,  დამჟავება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მჟავე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ცხვირთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.