დეიდაშვილი

7

დეიდაშვილი  _ დეიდის შვილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დეიდა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ლოყაზე მიდებულია გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.