ველოსიპედი

ველოსიპედი   ორთვლიანი (იშვიათად სამთვლიანი) მგორავი მოწყობილობა, რომელზე მჯდომიც ფეხებით აწვება საგანგებო პედალებს და ამით მოძრაობაში მოჰყავს ბორბლები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ველი

ველი   დიდ ფართობზე გადაშლილი უტყეო ვაკე, ჩვეულებრივ ბალახიანი, დიდი მინდორი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მცენარე“ / „ამოსვლა“/ „აღმოცენება“ –  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაკე“ / „დაბლობი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

ვეებერთელა

ვეებერთელა –  ძალიან დიდი, უზარმაზარი, უშველებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით  სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ვედრო

ვედრო –   წყლის ან სხვა სითხის გადასატანი ან შესანახი ცილინდრული მოყვანილობის ჭურჭელი, სახელურად აქვს ხელის მოსავლები მოძრავი რკალი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია  ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვედრება

ვედრება –  თხოვნა, ხვეწნა, მუდარა   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ერთმანეთზე მიდებულია   ერთმანეთისკენ მიმართული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ვახშამი

ვახშამი  – უკანასკნელი ჯერის პურის ჭამა საღამო ჟამს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საღამო“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ – ხელისგული მიმართულია … Read more

Categories

ვაჭარი

ვაჭარი  –  ვინც  სხვის ნაწარმოებ საქონელს ყიდის მომხმარებელზე მოგების მიღების მიზნით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ეხება გვერდებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით … Read more

Categories

ვაშლი

ვაშლი – საშუალო ან მაღალი ტანის ხეხილი, ყვავის  თეთრი ან ვარდისფერი ყვავილებით და აქვს  სხვადასხვა ზომისა და შეფერვის მომრგვალო მოკლეყუნწიანი ნაყოფი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ვარჯიში

ვარჯიში    ერთისა და იმავე მოძრაობის, მოქმედების ან საქმიანობის მრავალჯერ გამეორება რაიმე ჩვევის შეძენის, რისამე შესწავლის ან რამეში დახელოვნების მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა, ორივე ხელი მონაცვლეობით იხრება იდაყვში და მხარს უახლოვდება ხელის მტევანი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.      

Categories

ვარცხნა

ვარცხნა  – აშლილი თმის წესრიგში მოყვანა სავარცხლის მრავალჯერ ჩამოსმით   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ცერზე შემოხვეულია საჩვენებელი თითი, თავთან სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ვარსკვლავი

ვარსკვლავი  –   მნათობი, ცის სხეული, რომელიც საკუთარი შუქით ნათობს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ვარსკვლავის გრაფიკული ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ვარიანტი

ვარიანტი  –  ვერსია, ნაირსახეობა, სახეცვლილება   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება საფეთქელს, ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

ვარდი

ვარდი –  სურნელოვანი, ფართოფურცლიანი ყვავილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ვარდნა

ვარდნა  –  კურსის ვარდნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვარდნა

ვარდნა  –  დაცემა, წაქცევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში ზევით მიმართული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით დევს მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories