პროცესორი

პროცესორი _  კომპიუტერის ნაწილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ჭკვიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული  გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ყუთი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, … Read more

Categories

პრეზენტაცია

  პრეზენტაცია ­_  წარმოდგენა   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“  _ სხეულისკენ მიმართულია  ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ _ ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით … Read more

Categories

პირამიდა

პირამიდა  _  გეომეტრული ფიგურა, მრავალწახნაგა სხეული, რომლის ფუძე მრავალკუთხედს წარმოადგენს, წახნაგები კი – საერთო წვეროს მქონე სამკუთხედებს;  2. უზარმაზარი ქვის აკლდამა ( ეგვიპტელი ფარაონების)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ერთმანეთთან ახლოს განთავსებული თითების წვერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული დაახლოებითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა … Read more

Categories

პიანინო

პიანინო  – კლავიშებიანი  მუსიკალური ინსტრუმენტი, ფორტეპიანო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითების მონაცვლეობითი რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჟესტური

ჟესტური _  ყრუთა ენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ოხრახუში

ოხრახუში _  სალათების შესაკაზმად გამოსაყენებელი მწვანილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული,  ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს,რკალური ტრაექტორიით  სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ოყნა

ოყნა _  კუჭ-ნაწლავის ამოსარეცხი სამედიცინო ხელსაწყო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა წინ და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ოპერაცია

ოპერაცია  _  ქირურგიული პროცედურა, სხეულის გაკვეთა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ონკოლოგი

ონკოლოგი _  ონკოლოგიის სპეციალისტი ექიმი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“  _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმსივნე“ _  … Read more

Categories

ომბუდსმენი

ომბუდსმენი  _  სახალხო დამცველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ერი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, თითები ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მარჯვნივ და ქვევით მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ / „მხრის მიცემა“  _ წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ნოტარიუსი

ნოტარიუსი  _  პირი, რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული იურიდიული აქტების დამოწმებისა და გაფორმების უფლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „იურისტი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს გამოსახავს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი მკერდს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოწმება“ … Read more

Categories

ნივთი

ნივთი  _   უსულო საგანი, მატერია   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული. გაშლილი და ნიკაპზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ნარკომანია

ნარკომანია  _  ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებისადმი ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნარკომანი“ _ წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხენა ვენისკენ მიმართულია მარჯვენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელს ვენასთან; … Read more

Categories

ნარკომანი

ნარკომანი  _  ნარკოტიკის მომხმარებელი პირი, ნარკომანიით შეპყრობილი ადამიანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხენა ვენისკენ მიმართულია მარჯვენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელს ვენასთან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

მხარდაჭერა

მხარდაჭერა  _  მომხრობა, დახმარების გაწევა, თანადგომა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „მხარი“ / „ბეჭი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით,  სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და მარცხენა ხელი ეხება მარჯვენა ბეჭს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ / „მხრის მიცემა“  _ წინ მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories