პრეზენტაცია _ წარმოდგენა
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ _ ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ და ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; პირველი ორი ჟესტი ერთად ნიშნავს „ჩვენებას“; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოყოლა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარჯვენა ხელის თითები, მარცხენა ხელის შუათითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხდება კონფიგურაციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.