ჟესტური

51

ჟესტური _  ყრუთა ენა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჟღერადობა

10

ჟღერადობა  _   საამური ხმიანობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სმენა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ყურთან მიტანილია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ _ ერთმანეთისკენ  მიმართულია ყურებთან განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერები ეხება შუათითების წვერებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ჟღარუნი

9

ჟღარუნი  _   ლითონის საგნების ერთმანეთზე მირტყმის ხმა,  ჟღრიალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზარი“ _ მუშტად შეკრული თითებით და ზევით წამოწეული მოხრილი საჩვენებელი თითით წინ მიმართულია ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმაური “ _ ერთმანეთისკენ  მიმართულია ყურებთან განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერები ეხება შუათითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

ჟურნალისტი

8

ჟურნალისტი   _   პროფესიონალი ლიტერატორი, რომელიც მედიაში მუშაობს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „მიკროფონი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ჟურნალი

7

ჟურნალი  _ წიგნის სახის პერიოდული გამოცემა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადაშლა“ / „გადაფურცვლა“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჟოლო

6

ჟოლო  _  სურნელოვანი, მოწითალო ფერის, ტკბილი ნაყოფი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩებზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარცვალი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჟლეტა

5

ჟლეტა     _      მრავლის მოკვლა, ხოცვა  

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, მარჯვენა შუათითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და მარჯვნივ გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჟირაფი

4

ჟირაფი   _ მცოხნავი ძუძუმწოვარი ცხოველი, აქვს მოკლე ტანი, ძალიან გრძელი კისერი და წვრილი ფეხები, ცხოვრობს აფრიკაში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კისერი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „(ჟირაფის) თავი“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

ჟანგი

3

ჟანგი  _ მოწითალო ფენა რკინის ზედაპირზე, წარმოშობილი ჟანგვის შედეგად, რომელიც აფუჭებს რკინას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუათითის წვერს, დანარჩენი თითები  გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჟანგბადი

2

ჟანგბადი  _    ქიმიური ელემენტი, გაზი,  შედის ჰაერისა და წყლის შემადგენლობაში და აუცილებელია წვისა და სუნთქვისათვის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნთქვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ _  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჟამი

1

ჟამი  _  დრო, ხანი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია: