მხარდაჭერა

40

მხარდაჭერა  _  მომხრობა, დახმარების გაწევა, თანადგომა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „მხარი“ / „ბეჭი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით,  სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და მარცხენა ხელი ეხება მარჯვენა ბეჭს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ / „მხრის მიცემა“  _ წინ მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.