პირამიდა _ გეომეტრული ფიგურა, მრავალწახნაგა სხეული, რომლის ფუძე მრავალკუთხედს წარმოადგენს, წახნაგები კი – საერთო წვეროს მქონე სამკუთხედებს; 2. უზარმაზარი ქვის აკლდამა ( ეგვიპტელი ფარაონების)
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ერთმანეთთან ახლოს განთავსებული თითების წვერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული დაახლოებითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარჯვნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.