ნოტარიუსი

45

ნოტარიუსი  _  პირი, რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული იურიდიული აქტების დამოწმებისა და გაფორმების უფლება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „იურისტი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს გამოსახავს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი მკერდს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოწმება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ნივთი

44

ნივთი  _   უსულო საგანი, მატერია

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული. გაშლილი და ნიკაპზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ნარკომანია

43

ნარკომანია  _  ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებისადმი ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნარკომანი“ _ წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხენა ვენისკენ მიმართულია მარჯვენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელს ვენასთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.

კატეგორია:

ნარკომანი

42

ნარკომანი  _  ნარკოტიკის მომხმარებელი პირი, ნარკომანიით შეპყრობილი ადამიანი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხენა ვენისკენ მიმართულია მარჯვენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელს ვენასთან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

კატეგორია:

ნურავინ

4

ნურავინ _  ნურც ერთი ვინმე, ნურც ერთი ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ძველი ანბანის „ნ“ დაქტილით წარმოდგენილი ფორმა;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ნუმერაცია

3

ნუმერაცია  _   რიგითი ნომრების დასხმა, ციფრობრივი აღნიშვნა მიყოლებით, დანომვრა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნომერი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება N-გრაფემული ტრაექტორიის მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ნული

2

ნული  _  ციფრის ნიშანი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ნოხი

1

ნოხი  _   ხალიჩა, მძიმე, ჭრელი (სახეებიანი), ხაოიანი ქსოვილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარცხნივ მიმართული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წვერებით ერთმანეთზე მიდებულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ნოტიო

10

ნოტიო  _   წყლით გაჟღენთილი, ნესტიანი, სველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცოტა“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითის წვერი განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სველი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ნორჩი

9

ნორჩი  _   ახალი, ახალამოსული; ახალშემოსული, ქორფა, ახალგაზრდა (მცენარე და მისი ნაწილები)

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ნორმალური

8

ნორმალური  _  ნორმის შესაფერისი; რაც ნორმის ფარგლებს არ სცილდება, რიგიანი, წესიერი, დამაკმაყოფილებელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ნომერი

7

ნომერი _   ერთგვარი საგნების რიგის მაჩვენებელი რიცხვი

 

ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება N-გრაფემული ტრაექტორიის მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ნოველა

6

ნოველა  _  პატარა მოთხრობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოთხრობა“ _  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით, მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ თქმულება“ _  წინ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ნოემბერი

5

ნოემბერი _   კალენდარული წლის მეთერთმეტე (და შემოდგომის მესამე) თვე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი წარმოდგენილია ძველი ანბანის „ნ“ დაქტილით.

კატეგორია:

ნიჭიერი

4

ნიჭიერი _   ვისაც ნიჭი აქვს, ნიჭით დაჯილდოებული

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი და ქვედა ფალანგებში მოხრილი  თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია: