მხარდამჭერი

39

მხარდამჭერი  _  მომხრე, დამხმარე ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ / „მხრის მიცემა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

მხარი

41

მხარი  _  ადამიანის  სხეულის ნაწილი მკლავის თავიდან კისრამდე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა უკან რკალური ტრაექტორიით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ბეჭს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

მხალი

37

მხალი  _  ბოსტნეულის ან მინდვრის მწვანილისაგან დამზადებული ცივი საჭმელი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული განთავსებულია მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

მშვიდობით

36

მშვიდობით  _  ნახვამდის, დამშვიდობების ფორმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მშვიდი“ _  წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვამდის“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

მუცელი

35

მუცელი    ადამიანის ან ცხოველის სხეულის ნაწილი, რომელშიაც საჭმლის მომნელებელი ორგანოებია მოთავსებული

 

ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მუცლის წინ განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მუცელს. ჟესტი წარმოდგენილია  მუცლის დონეზე.

კატეგორია:

მურაბა

34

მურაბა  _  ტკბილ წვენში მოხარშული ხილეული ან ზოგიერთი ბოსტნეული

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

მრეწველობა

33

მრეწველობა სხვადასხვა სახის პროდუქციის გამომშვებ საწარმოთა ერთობლიობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: