შემჩნევა

შემჩნევა _  თვალის მოკვრა, ყურადღების მიქცევა, დანახვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და თვალთან  მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(თვალით) დაჭერა“ –  გაშლილი თითებით წინ მიმართულია ხელისგული, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

შემუშავება

შემუშავება  _ დამუშავება, მომზადება, დამზადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამუშაო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკაზმვა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით … Read more

Categories

შემსუბუქება

შემსუბუქება  _  სიმძიმის მოკლება, გამსუბუქება, გამჩატება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სიმსუბუქე“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

შემოხტომა

შემოხტომა  _    შიგნით ხტომით შემოსვლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით მიმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შემოხედვა

შემოხედვა  _ აქეთ მყოფისკენ, მოლაპარაკისაკენ მზერის მოპყრობა, მოხედვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

Categories

შემოშვება

შემოშვება _ შემოსვლის საშუალების მიცემა, შემოსვლის ნების დართვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავისუფლება“ _ ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით; ჟესტის … Read more

Categories

შემოყვანა

შემოყვანა  _  გარედან შიგნით მოყვანა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შემოსვლა

შემოსვლა _   გარედან შიგნით, იქიდან აქეთ სვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვნივ მიმართული  თითებით, სხეულისკენ მიმართულია წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შემოსავალი

შემოსავალი  _ მიღებული ფული ან მატერიალური ღირებულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სარგებელი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული,  ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგება“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, … Read more

Categories

შემოკლება

შემოკლება _  შემცირება, შეკვეცა, დაცოტავება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

შემოდგომა

შემოდგომა  _ სეზონი ზაფხულსა და ზამთარს შორის, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევთაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

შემოწმება

შემოწმება _   ავკარგიანობის გასინჯვა, გარკვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შემთხვევა

შემთხვევა  _ გაუთვალისწინებელი, მოულოდნელად მომხდარი ამბავი, ფაქტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოულოდნელობა“ / „უცებ“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები სახის დონეზე ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ერთმანეთისკენ და მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური … Read more

Categories

შემზადება

შემზადება   _  წინასწარი სამზადისი, თადარიგი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მომზადება“ _ … Read more

Categories

შემდეგი

შემდეგი  _ რისამე მომყოლი, მომდევნო, შემდგომი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories