შემთხვევა

3

შემთხვევა  _ გაუთვალისწინებელი, მოულოდნელად მომხდარი ამბავი, ფაქტი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოულოდნელობა“ / „უცებ“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები სახის დონეზე ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ერთმანეთისკენ და მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და წინ მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.