შემზადება

2

შემზადება   _  წინასწარი სამზადისი, თადარიგი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მომზადება“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენლია მკერდის დონეზე.