შემოშვება

10

შემოშვება _ შემოსვლის საშუალების მიცემა, შემოსვლის ნების დართვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავისუფლება“ _ ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოსვლა“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვნივ მიმართული  თითებით, სხეულისკენ მიმართულია წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.